გიორგი ვაშაძე - თქვენი დრო ამოწურულია ხალხო, თქვენ მხარდაჭერა არ გაქვთ

მერწმუნეთ, ჩვენ უახლოეს მომავალში გავიმარჯვებთ. ჩამოშლის პირასაა "ქართული ოცნება". თქვენი დრო ამოწურულია ხალხო, თქვენ მხარდაჭერა არ გაქვთ, - ამის შესახებ პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს დასავლეთიდან აქვს სრული მხარდაჭერა.

"ეს არის ნამდვილად შიშის და რეალობას მოწყვეტილი ვითარების გამომხატველი, რაც "ქართულ ოცნებას" აქვს. მე ვეუბნები მათ, თქვენი დრო ამოწურულია ხალხო, თქვენ მხარდაჭერა არ გაქვთ. თქვენ უბრალოდ ახლა ფიქრობთ, რომ ამ ძალადობით ვინმეს გააჩერებთ, მაგრამ მივმართავ საზოგადოებას - შაბათს, მსვლელობაზე უნდა ვიყოთ გაცილებით მეტი. კვირას, 22:00 საათზე ვიკრიბებით პარლამენტთან და ყველამ ერთად უნდა ვუთხრათ არა "რუსულ კანონს" და კი - ევროპას. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.

დასავლეთისგან სრული მხარდაჭერა გვაქვს ქართველ ხალხს და სრულ იზოლაციაშია ბიძინა ივანიშვილი. მერწმუნეთ, ჩვენ უახლოეს მომავალში გავიმარჯვებთ. ჩამოშლის პირასაა "ქართული ოცნება". 

პოლიციელებს გუშინ ველაპარაკებოდი, უბრალოდ ხმას ვერ იღებენ. გია ჯაფარიძის სახლთან რომ მივედი, ხმას ვერ იღებდნენ პოლიციელები ისეთ მდგომარეობაში არიან და ვეკითხები საზოგადოებას - ვინმეს ასეთი საქართველო გინდათ? ეს ხომ იმის ნათელი მაგალითია, რას აპირებს ამ კანონის მიღების შემდეგ. მე ღიად ვამბობ - თუ მას ეს ყველაფერი გაუვიდა, სათითაოდ ყველას თავს დაგვესხმიან, დაგვიჭერენ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები