ლევან ხაბეიშვილი - ყველა ბიზნესმენს მოვუწოდებ, ნუ გაყიდით საქართველოს რამდენიმე დღის და რამდენიმე კვირის გამო

დღეს, ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით 4-5 საათისთვის კანცელარიაში დაბარებული ჰყავთ ბიზნესმენები. ეს ბიზნესმენები დაიბარეს იმიტომ, რომ ვისაც ჯერ არ გამოუხატავს მხარდაჭერა, აიძულონ, რომ რუსული კანონი დაიცვან, - ამის შესახებ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

"დღეს, ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით 4-5 საათისთვის კანცელარიაში დაბარებული ჰყავთ ბიზნესმენები. ეს ბიზნესმენები დაიბარეს იმიტომ, რომ ვისაც ჯერ არ გამოუხატავს მხარდაჭერა, აიძულონ, რომ "რუსული კანონი" დაიცვან და უარი თქვან ევროპაზე. გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ ბიზნესმენებს მოსთხოვენ და დაავალდებულებენ, რომ მათი ოჯახის წევრებმა, რომლებიც აქტიურად დადიან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, აღარ იარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ექნებათ პრობლემები და აპირებენ ამ ბიზნესმენებს მოსთხოვონ, რომ მათ დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლები და საქართველოს მოქალაქეები აიძულონ, რომ არავინ აქციაზე არ წავიდეს. 

მე მინდა, მივმართო, მათ შორის იმ ბიზნესმენებს, რომლებიც დღეს იქნებიან შეხვედრაზე - უნდა გესმოდეთ, რომ საქართველოს ეკონომიკა დგას დასავლეთზე, ევროპაზე, თქვენი ბიზნესების უდიდესი ნაწილი მიბმულია დასავლეთზე და უნდა გესმოდეთ, რომ დღეს არის გადამწყვეტი დრო, როდესაც მარტივი არჩევანი უნდა გააკეთოთ ივანიშვილსა და საქართველოს შორის, რუსულ კანონსა და ევროპას შორის. მე ყველა ბიზნესმენს მოვუწოდებ, ნუ გაყიდით საქართველოს რამდენიმე დღის და რამდენიმე კვირის გამო, იმიტომ რომ, დარწმუნებული უნდა იყოთ, საქართველოს მომავალი არის ევროპაში და იმ კანონს, რომელსაც თავს გვახვევენ და გვეუბნებიან, რომ ჩვენზე ზრუნვის გამო შემოაქვთ, აუცილებლად დაავიწყდება ყველას, რადგან არც ეს კანონი იქნება და არც ეს რუსული რეჟიმი", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები