ხატია დეკანოიძე - ეს იყო წარმოუდგენელი, სამარცხვინო, არალეგიტიმური სხდომა

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მათ დასწრების საშუალება არ მიეცათ.

როგორც ხატია დეკანოიძემ განაცხადა, კომიტეტის სხდომა, რომელზეც იურიდიულმა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა, არალეგიტიმურია.

"ოპოზიციის წარმომადგენლებს არ მოგვეცა საშუალება, რომ სხდომას დავსწრებოდით, რადგან ვიდრე კიბეებზე ჩამოვდიოდით, ჯერ გარეთ შეგვაყოვნეს პოლიციელებმა. სხდომა დაიწყო ერთ წუთსა და შვიდ წამში. ეს იყო წარმოუდგენელი, სამარცხვინო, არალეგიტიმური სხდომა, რომელზეც უმრავლესობის წარმომადგენლებმაც ვერ მოასწრეს შესვლა. მხოლოდ შევიდა კომიტეტის თავმჯდომარე და იქ რამდენიმე ადამიანს, ვითომ ლეგიტიმაცია მიანიჭეს. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის არალეგიტიმური სხდომა. ყველა ადამიანი, ვინც გარეთაა, უნდა იცოდეს, რომ საქართველოს პარლამენტი, „ქართული ოცნება“, ბიძინა ივანიშვილი ამ კანონის მიღებას და გათრევას აპირებს არალეგიტიმური სხდომებით, საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით.

ყველას, ვინც არის გარეთ – მესმის, რომ არის წვიმა, სიცივე, მაგრამ, ძალიან მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ ახალ არის ისტორიული დრო ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი თანამონაწილეობა უნდა იყოს ჩვენი გამარჯვებით დასრულებული“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა სხდომაზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილა და მას მხარი დაუჭირა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები