დაბა წაღვერის პარკის რეაბილიტაცია დაიწყო

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა წაღვერის პარკის რეაბილიტაცია დაიწყო.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. პარკი 10 500 კვ.მ. ფართობზე გაშენდება.

პროექტის მიხედვით, წაღვერის პარკში დაგეგმილია ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი სივრცეების, კაფეს და სხვა კომერციული ობიექტებისთვის შენობის მოწყობა.

პარკში განთავსდება ფანჩატურები, საცოცი კედელი, ხიდები, წყლის არხი და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა.

ასევე მოეწყობა ფოტოგადაღების ჯიხური „ფოტო ხაჩიკა“ და მისი მონუმენტი.

"ჩვენი გუნდი ყოველდღიურად ვცდილობთ ტურიზმის ხელშეწყობას, განვითარებას, საზოგადოებისთვის და ქალაქისთვის ახალი რეკრეაციული სივრცეების შექმნას. დაბა წაღვერში გაშენდება ახალი რეკრეაცია, ამ მიმართულებით ჩვენ ბოლო პერიოდში აქტიურად ვმუშაობდით და დარწმუნებული ვარ ეს ახალი ცენტრალური პარკი შექმნის ახალ მიზიდულობის ცენტრს ტურისტული თვალსაზრისით, ამასთან ჩვენს თანაქალაქელებს ექნებათ გართობისთვის და დასვენებისთვის ახალი, ძალიან მიმზიდველი სივრცე", - განაცხადა ოთარ არბოლიშვილმა.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 1 მაისს დაიწყო და წლის ბოლომდე დაასრულოს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები