კახა კალაძე - არ დაუჯეროთ არავის, გაქვთ იმის ინტელექტი, წაიკითხოთ ეს კანონი, სხვა ქვეყნებში მიღებულიც და შეადაროთ ერთმანეთს

"კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, არ დაუჯეროთ არავის, თქვენ გაქვთ იმის ინტელექტიც, შესაძლებლობაც, თვითონვე წაიკითხოთ აღნიშნული კანონი, ასევე, სხვა ქვეყნებში მიღებული და გააკეთოთ მარტივი შედარება“, - ამ სიტყვებით მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აქციების მხარდამჭერ ახალგაზრდებს.

"მინდა, მივმართო ახალგაზრდებს, რომლებიც არ განეკუთვნებიან იმ რადიკალურ დაჯგუფებებსა და რადიკალური პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, რომლებიც დღეს აქციების ავანგარდში არიან: როგორ შეიძლება, გვინდოდეს რუსეთი, როდესაც ჩვენი ხელმძღვანელობით კონსტიტუციაში ჩაიწერა ევროინტეგრაციის გზა და ქვეყნის ევროპული მომავალი; როგორ შეიძლება მინდოდეს რუსეთი, როდესაც ჩვენი უშუალო მონაწილეობით მოეწერა ხელი ასოცირების ხელშეკრულებას; როგორ შეიძლება მინდოდეს რუსეთი, როდესაც ჩვენი უშუალო ჩართულობით მოხდა ვიზალიბერალიზაცია; როგორ შეიძლება მინდოდეს რუსეთი, როდესაც ჩვენი უშუალო ჩართულობით დაიდო თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება; როგორ შეიძლება მინდოდეს რუსეთი, როდესაც ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიეღო. ამიტომ მინდა, ვთხოვო ახალგაზრდებს: კიდევ ერთხელ დაფიქრდით, მეგობრებო“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე განმარტებით, უცხო ქვეყნებში პოლიტიკოსებს ირჩევენ არა იმისთვის, რომ სხვა ქვეყნის ინტერესები გაატარონ, არამედ იმისთვის, რომ თავიანთი ქვეყნის ინტერესები დაიცვან.

"ხშირად მესმის ახალგაზრდების განცხადებები, რომ აი, უცხოელებმა ასე თქვეს. მერწმუნეთ, ადამიანურად და გულწრფელად გეუბნებით, არც ამერიკაში და არც ევროპულ ქვეყნებში პოლიტიკოსებს არ ირჩევენ იმისთვის, რომ მან გაატაროს უცხო ქვეყნის ინტერესი. მათ ირჩევენ იმისთვის, რომ პირველ რიგში, დაიცვან თავიანთი ქვეყნის ინტერესი და არა იმისთვის, რომ საგარეო მიმართულებით გაატარონ სხვა ქვეყნის ინტერესები. დაფიქრდით, ადამიანურად და მეგობრულად გთხოვთ ყველას. ჩვენ არაფერი გვაქვს დასაპირისპირებელი. შეუძლებელია, ვიყოთ მხარეები, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს საერთო მთავარი სულისკვეთება - ევროპული მომავალი. თუ რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ამ გზაზე, ეს მოხდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზადაა პარტნიორობისთვის, თუმცა ეს ცალმხრივი არ უნდა იყოს.

"ამ ქვეყნის ინტერესს უცხოელი ვერ გაატარებს, ჩვენს ქვეყანას ჩვენ უნდა მივხედოთ. თქვენს საკუთარ ოჯახს ვინ უფრო მოუვლის - თავად თქვენ თუ ვიღაც უცხო ადამიანი? ეს ქვეყანა იგივე ოჯახია და ჩვენ უნდა მოვუაროთ, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი და სახელმწიფოებრიობა. ვერავინ უნდა შეძლოს ჩვენი სახელმწიფოს რყევა. ვერავინ უნდა შეძლოს ყოველ წელს რევოლუციების მოწყობის მცდელობა. ეს არ არის მეგობრობა და პარტნიორობა, როდესაც ერთი ხელით კარგ პროექტებს გვიფინანსებენ, რაზეც მადლობის მეტი რა გვეთქმის, მაგრამ მეორე, დაფარული ხელით, „შავი ფულით“ ხდება რევოლუციებისა და ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსება. როდესაც კუთხეში აყენებ და ეკითხები: 2020 წელს რატომ დააფინანსე არჩევნების პარალელური დათვლების გაყალბება, რატომ დააფინანსე რევოლუციური ტრენინგები - როდესაც სათქმელი არ აქვთ, გამოდიან და გეუბნებიან, რომ ჩვენ დავაფინანსეთ მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მშობლების ტრენინგი. ზუსტად ეს უხერხულობები რომ იყოს აცილებული თავიდან, ამიტომ არის მნიშვნელოვანი გამჭვირვალობა, რათა უცხოეთიდან შემოსული თანხები, რომლითაც ფინანსდება არასამთავრობო სექტორი, იყოს გამჭვირვალე. შეუძლებელია, ეს ყველაფერი ეწინააღმდეგებოდეს ევროპას და ევროპულ მომავალს. თუ რაიმე არგუმენტი გაქვთ, გვითხარით - მზად ვართ პარტნიორობისთვის, მეგობრობისთვის, ურთიერთობისთვის, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალმხრივი“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ იმედი გამოთქვა, რომ ძალიან მალე, ყველასთვის ცხადი გახდება, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით სიმართლე ხელისუფლების მხარესაა.

"მინდა, კიდევ ერთხელ ვუთხრა ახალგაზრდებს, რომ არ დაუჯეროთ არავის. თქვენ გაქვთ იმის ინტელექტიც, შესაძლებლობაც, თვითონვე წაიკითხოთ აღნიშნული კანონი, ასევე, სხვა ქვეყნებში მიღებული კანონი და გააკეთოთ მარტივი შედარება. არ დაუჯეროთ, უცხოეთიდან რას გეტყვიან, მათ თავიანთი ინტერესი აქვთ. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესი, სახელმწიფოებრიობა და სუვერენიტეტი. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ძალიან მალე ყველაფერი გახდება ნათელი და ის ახალგაზრდები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან არც ერთ პოლიტიკურ პარტიას თუ რადიკალურ დაჯგუფებებს,  მიხვდებიან, რომ რასაც ვამბობთ, სიმართლეა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები