ხატია დეკანოიძე - იდენტიფიცირებული გვყავს ძალიან ბევრი სპეცრაზმელი, ჩვენ გვაქვს ყველა ეს ფაქტი მოპოვებული და შეკრებილი

ფიქსირდებოდა შემთხვევები, როდესაც რამდენიმე სპეცრაზმელი მასაში შეითრევდა აქციის მონაწილეს და ფიზიკურად უსწორდებოდა, მუშტებს ურტყამდა, თმებში ქაჩავდა, წაქცეულზე წიხლებით დგებოდა. ჩვენ იდენტიფიცირებული გვყავს ძალიან ბევრი სპეცრაზმელი, ჩვენ გვაქვს ყველა ეს ფაქტი მოპოვებული და შეკრებილი, რასაც აუცილებლად გავაგზავნით საერთაშორისო ორგანიზაციებში და ვაგრძელებთ ამ თემაზე მუშაობას, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სპეცრაზმელები ხშირად არაადამიანურად ეპყრობოდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს, რომელთა წინააღმდეგ გამოძიება არ დაწყებულა.

"შსს-ს მიერ რუსული კანონის წინააღმდეგ მშვიდობიანი აქციის დარბევები არალეგიტიმური და არაპროპორციული იყო. გამოყენებული ფიზიკური ძალა ხშირ შემთხვევაში გაუტოლდა წამებას, არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობას, ხოლო ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა კვლავ შეკრების თავისუფლების მომეტებული შეზღუდვის ინსტრუმენტად იქცა.

მიმდინარე აქციების დაშლისას საპოლიციო ძალები ფიზიკურად უსწორდებოდნენ მშვიდობიანი დემონსტრანტების დიდ ნაწილს.  ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ შორის, ქალებს, კაცებს, ახალგაზრდებს, ჟურნალისტებს და განსაკუთრებით, სასტიკად ნაცემი არიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. 

სპეცრაზმელებმა სცემეს აქციაზე მყოფი არაერთი პირი, ფიქსირდებოდა შემთხვევები, როდესაც რამდენიმე სპეცრაზმელი მასაში შეითრევდა აქციის მონაწილეს და ფიზიკურად უსწორდებოდა, მუშტებს ურტყამდა, თმებში ქაჩავდა, წაქცეულზე წიხლებით დგებოდა. 

ჩვენ გვაქვს ყველა ეს ფაქტი მოპოვებული და შეკრებილი, რასაც აუცილებლად გავაგზავნით საერთაშორისო ორგანიზაციებში და ვაგრძელებთ ამ თემაზე მუშაობას. 

არ შემიძლია, არ ვახსენო რამდენიმე ძალიან მძიმე შემთხვევა - ეს არის ლევან ხაბეიშვილი, დავით ქაცარავა, ალექსანდრე ელისაშვილი, ადამია და კიდევ რამდენიმე შემთხვევა, რომელსაც ეპიზოდურად გაჩვენებთ:

ეპიზოდი პირველი - ეს არის 16 აპრილს ჭიჭინაძის ქუჩაზე და ამის შემდეგ ჩვენ ვიხილეთ ძალიან ბევრი მსგავსი ძალადობრივი მოპყრობა ძალიან ბევრ ადამიანზე. ჩვენ იდენტიფიცირებული გვყავს ძალიან ბევრი სპეცრაზმელი, რომელთა წინააღმდეგაც არ დაწყებულა გამოძიება", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები