ზელენსკი - ხარკოვის ოლქში რუსეთის შეტევა შეიძლება შეტევების პირველი ტალღა იყოს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ხარკოვის ოლქში რუსეთის შეტევა შეიძლება მხოლოდ "პირველი ტალღა" იყოს.

მისი თქმით, რუსეთის შეტევა "შეიძლება რამდენიმე ტალღისგან შედგებოდეს და ხარკოვის ოლქში იყო პირველი ტალღა".

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ზოგადად, ხარკოვის ოლქში არსებული ვითარება, სადაც რუსეთმა რამდენიმე სასაზღვრო სოფელი დაიპყრო, "კონტროლირებადია, მაგრამ "არ არის სტაბილიზებული".

მისი თქმით, ოკუპანტებმა შეაღწიეს 5-10 კილომეტრზე ჩრდილო-აღმოსავლეთის საზღვრის გასწვრივ, სანამ მათ უკრაინული ჯარები შეაჩერებდნენ.

”ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზელი და გვესმოდეს, რომ ისინი უფრო ღრმად მიდიან ჩვენს ტერიტორიაზე და არა პირიქით. ეს მაინც მათი უპირატესობაა”, - განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ ის ჯერ კიდევ არ მიიჩნევს ამას დიდ წარმატებას რუსეთის ფედერაციისთვის.

რაც შეეხება ხარკოვს, ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსულ ძალებს "სურთ" შეტევა "ქალაქზე, თუმცა მათ ესმით, რომ ეს "ძალიან რთული იქნება ".

"თუ ეს კიდევ უფრო გაგრძელდება, ჩვენ იძულებული ვიქნებით უსაფრთხოების ზონა შევქმნათ", - აღნიშნა ზელენსკიმ. 

10 მაისს რუსულმა ჯარებმა ხარკოვის ოლქში ახალი შეტევა დაიწყეს და რამდენიმე სასაზღვრო სოფლის დაპყრობა მოახერხეს. ამჟამად, თითქმის 10 ათასი ადამიანია უკვე ევაკუირებული.

მსგავსი სიახლეები