ირაკლი ღარიბაშვილი - რა პრეტენზია აქვს საერთოდ ან რა გაუკეთებია ჩვენი ქვეყნისთვის

პრეზიდენტად წოდებულ ქალბატონს რომ საერთოდ არ აინტერესებს არც ჩვენი კონსტიტუცია, არც ჩვენი ქვეყანა, ქვეყნის ინტერესები, ეს ცხადზე ცხადია, – ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, ზურაბიშვილი საფრანგეთში გაიზარდა და თავს არ თვლის ქართველად.

"მე რაც ვიცი, იგი აპირებს, საფრანგეთში წავიდეს ან შეიძლება, დარჩენა უნდა პოლიტიკაში. ალბათ, უნდა, ძალები მოსინჯოს. მე შევახსენებ საზოგადოებას და მას შევახსენებ პირადად, იქამდე, ვიდრე ჩვენი გუნდი მას აირჩევდა და დასვამდა პრეზიდენტად, მისი პოლიტიკური რეიტინგი იყო ერთი პროცენტი. მისი პარტიის შედეგი ნახეთ, ამოიღეთ არჩევნებში, ერთი პროცენტი მიიღო ქალმა. რა პრეტენზია აქვს საერთოდ ან რა გაუკეთებია ჩვენი ქვეყნისთვის.

კითხვა დაუსვით, რა გაუკეთებია თუნდაც ევროინტეგრაციის გზაზე. რამე თუ მოხდა, თუ რამე მიღწევა ჰქონდა ჩვენს ქვეყანას, ეს არის ჩვენი დამსახურება. იქნება ეს ასოცირების შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა, კანდიდატის სტატუსი. ამიტომ, ეს პოლიტიკური თამაშები და გაბუტვები, მგონი, არ არის კონსტრუქციული დამოკიდებულება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ლიდერობა თუ გინდა, უნდა უთხრა საზოგადოებას, რას სთავაზობ, გაბუტული ბავშვივით თქვა, არ დავწერ დასკვნებს და ვეტოზე დასაბუთებას არ გავაკეთებ, არასწორია.

"ვფიქრობ, პრეზიდენტი თუ რეალურად დაინტერესებულია ამ საკითხის მოგვარებით, ის ასეთ არაკონსტრუქციულ ნაბიჯს არ გადადგამდა, პირიქით. მოვისმინე პრეზიდენტის განცხადება, ერთ-ერთ უცხოურ არხს უთხრა, რომ სათავეში უნდა ჩაუდგეს ევროპულ პლატფორმას. თუ გამოდიხარ და გაქვს პრეტენზია, რომ გახდე ლიდერი, ლიდერმა უნდა თქვას აზრი, რას სთავაზობს საზოგადოებას. თუ არ ამბობ და გინდა, უბრალოდ გაბუტული ბავშვივით თქვა, რომ მე არ დავწერ დასკვნებს და ვეტოზე დასაბუთებას არ გავაკეთებ, ეს არასწორი, არაკონსტრუქციული, არაჯანსაღი დამოკიდებულებაა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები