ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ კარგად ვიცით, რაც ხდება მათ ქვეყნებში, მაგრამ არ ვერევით მათი ქვეყნის შიდა საქმეებში

რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ოპოზიციის მიერ გამართულ მიტინგზე გამოვიდნენ სიტყვით. რა ჰქვია ამას, თუ არა შეურაცხმყოფელი ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში? შეურაცხყოფაა, აბა რა არის? – ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, "მიუღებელია, როდესაც ეს ადამიანები გამოდიან და ჭკუას გვასწავლიან ოპოზიციის ტრიბუნიდან“.

"ყველამ იხილეთ ევროპის რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი. ჩამოვიდნენ. ამ ადამიანებს შეხვდა პრემიერ-მინისტრიც, პარლამენტის თავმჯდომარე, ყველა ჩვენი გუნდიდან და მათთან გაიმართა დისკუსია. მგონი, შეხვდნენ ცალკე ოპოზიციის წარმომადგენლებსაც და ამ ყველაფრის შემდეგ ეს ადამიანები ოპოზიციის მიერ გამართულ მიტინგზე სიტყვით გამოვიდნენ. რა ჰქვია ამას, თუ არა ასეთი შეურაცხმყოფელი ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში. შეურაცხყოფაა, აბა, რა არის. თქვენ წარმოადგენთ დამოუკიდებელ საქართველოს. მიუღებელია, რომ ჩამოდის უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, მით უმეტეს, დიპლომატი – ეს დაუწერელი კანონია, ეს არის წითელი ხაზი, როცა გამოდიან და ჭკუას გვასწავლიან ოპოზიციის ტრიბუნიდან, ეს არის მიუღებელი.

რა გვერდში დგომა, რას მელაპარაკებით. ეს არის უხეში ჩარევა, საერთოდ ყველაფრის დარღვევა და ამ დროს გველაპარაკებიან მეგობრობაზე. მოეწონებოდათ, რომ ჩავიდეს ჩვენი გუნდის რომელიმე დეპუტატი, დეპუტატები და გამოვიდნენ მათი ოპოზიციის მიტინგზე, მოეწონებოდათ ამ ადამიანებს? გგონიათ, არაფერი აქვთ სათქმელი მათ ოპოზიციას, იქ ქვეყნის შიგნით რა ხდება? ჩვენ კარგად ვიცით, რაც ხდება მათ ქვეყნებში, მაგრამ არ ვერევით მათი ქვეყნის შიდა საქმეებში. რატომ აძლევენ თავს ამდენის უფლებას?

პრობლემა არის შემდეგი – ეს დამოკიდებულება, რომ თქვენ ვინ ხართ საერთოდ, საქართველო როგორ ბედავს ამდენ რამეს, ეს დამოკიდებულება აქვთ. მეტსაც გეტყვით, ერთი ძალიან კარგი ევროპელი კოლეგა, სახელს და გვარს ვერ ვიტყვი, მითხრა მაშინ, პროცესს რომ გავდიოდით ორი წლის წინ. მას გავუზიარე გულისტკივილი, როცა არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, შემდეგ შედარებითი ანალიზი გავაკეთე და ვუთხარი – როგორ შეიძლება, საქართველო დააყენო მოლდოვაზე და უკრაინაზე უკან მაშინ, როცა წინ ვართ ათი თავით. ყველაფერი ჩამოვუთვალე. ის ერთ-ერთი ქვეყნის წარმომადგენელი იყო, რომელიც გახდა ევროკავშირის წევრი და მანამდე იყო საბჭოთა კავშირის სოციალისტურ ბლოკში. იცით, რა მითხრა, ჩემთვის ეს ძალიან ნიშანდობლივი იყო და ეს ქვეყანა მანამდე საბჭოთა კავშირის სოციალისტურ ბლოკში იყო. მან მითხრა, რომ ჩვენი ქვეყანა, მაშინ, როცა წევრიანდებოდა, მუხლებზე იყო დაჩოქილი და ყველაფერს უსიტყვოდ ვასრულებდით, ყველა პირობაზე ვთანხმდებოდითო, ხოლო თქვენ როცა გამოხატავთ პოზიციას, ეს არის მიუღებელი ბრიუსელისთვის, ბიუროკრატებისთვის, რომლებიც არ არიან მიჩვეული ამ ბარიერებს. მათ უნდათ, მოვიდეს დავალება, ინსტრუქცია და ჩვენ უნდა შევასრულოთ. ასე არ შეიძლება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები