პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან აქცია - "არა რუსულ კანონს, კი ევროპას" მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები პარლამენტთან სხვადასხვა ლოკაციიდან მივიდნენ. სტუდენტების ნაწილი მსვლელობით უნივერსიტეტიდან მივიდა, ნაწილი "ექსპო ჯორჯიიდან".

აქციას ასევე შეუერთდნენ ექიმები, რეზიდენტები და ექთნები.

პარლამენტთან შეკრებილებმა ცოტა ხნის წინ პროტესტის ნიშნად რუსეთის დროშა დაწვეს.

რუსთაველის გამზირი ამ დროისთვის გადაკეტილია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

საპროტესტო მსვლელობა იმართება ბათუმშიც, რომელშიც სტუდენტებთან ერთად სხვადასხვა თაობისა და პროფესიის მოქალაქეები მონაწილეობენ.