შალვა პაპუაშვილი - ვინც არ შემოდის სხდომათა დარბაზში, ის უარს ეუბნება საკუთარ ამომრჩევლებს, რომ მათი მანდატი წარადგინოს

სხდომებზე ბოიკოტის გამოცხადებასთან დაკავშირებით მომართვის დროს მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა ჯგუფებმა თუ პარლამენტის წევრებმა მიუთითონ რომელ საკითხს უცხადებენ ბოიკოტს. ზოგადი ბოიკოტი რეგლამენტით გათვალისწინებული არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე განმარტებით, რეგლამენტში მითითებულია, რომ პარლამენტის წევრმა უნდა დააკონკრეტოს თუ რომელი საკითხის განხილვას უცხადებს ბოიკოტს.

"არის რაღაც საკითხი, რომლის განხილვაში პოლიტიკური სუბიექტი, კონკრეტული მოსაზრებების გამო არ იღებს მონაწილეობას. ბოიკოტი იმის გამო, რომ დარბაზში ყოფნა არ მინდა, გვერდში მჯდომი ადამიანი არ მომწონს, თვალში ვიღაც არ მომდის და არ მინდა ერთი ჰაერი ვისუნთქოთ - ეს არის არასერიოზულობა. ეს არის საკუთარი საპარლამენტო საქმიანობისთვის და ამომრჩევლისთვის  ბოიკოტის გამოცხადება. პარლამენტის დარბაზში ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფის თუ ადამიანის ყოფნა არ ნიშნავს სხვა ადამიანების აზრების გაზიარებას. იქ ყოფნა ნიშნავს საკუთარი ამომრჩევლების წარმოდგენას. ვინც არ შემოდის სხდომათა დარბაზში, ის უარს ეუბნება საკუთარ ამომრჩევლებს, რომ მათი მანდატი წარადგინოს უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ პლენარულ სხდომებზე სხვადასხვა პოლიტიკური განცხადებები კეთდება, ასევე, საქართველოს პარლამენტი განიხილავს მნიშვნელოვან საკითხებს, რაც ამომრჩევლებისთვის მნიშვნელოვანია.

"ცუდია, რომ ასეთი პრაქტიკა ჩამოყალიბდა, ვინაიდან ეს შესაძლებლობას აძლევს პარლამენტის წევრებს გაექცნენ პასუხისმგებლობას. როდესაც ადამიანი იტყვის, რომ ბოიკოტს ვუცხადებ რომელიმე საერთაშორისო შეთანხმებას, რომელიც გულისხმობს გარკვეულ სიკეთეს ჩვენი ქვეყნისთვის, მას უკვე რთულად ასახსნელი ექნება თუ რატომ უნდა გამოუცხადოს ბოიკოტი ქვეყნისთვის სასიკეთო საკითხების გადაწყვეტას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები