ზელენსკი მიიჩნევს, რომ პუტინი უკრაინაში ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს

დასავლური ქვეყნების ყოყმანის მთავარი მიზეზი ბირთვული ესკალაციის შიშია, მაგრამ ის აშკარად გაზვიადებული იყო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის დიქტატორი ვლადიმერ პუტინი თვითგადარჩენის გრძნობის გამო თავს შეიკავებს უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებისგან.

"ის შეიძლება იყოს ირაციონალური, მაგრამ უყვარს სიცოცხლე", - აღნიშნა ზელენსკიმ.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ზოგიერთი ქვეყანა რუსეთთან სავაჭრო და დიპლომატიური კავშირების შენარჩუნებას ცდილობს.

”ყველას კარები ოდნავ ღია აქვს”,  - აღნიშნა მან.

რუსეთი უკრაინაში შეჭრის დაწყებიდანვე იმუქრებოდა ბირთვული იარაღის გამოყენებით. განსაკუთრებით ასეთი სიგნალები იგზავნება დასავლეთის ქვეყნებში, რომლებიც უკრაინას იარაღით ეხმარებიან.

დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ არასტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენების წვრთნების პირველი ეტაპი დაიწყო.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები