ზელენსკი - რუსეთის არალეგიტიმური პრეზიდენტის ეს განცხადებები მოსაწყენი და უინტერესოა

უკრაინის პრეზიდენტის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით რუსეთის არალეგიტიმური პრეზიდენტის განცხადებები მოსაწყენი და უინტერესოა, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმერ პუტინის განცხადებას, რომ "ვოლოდიმირ ზელენსკის ლეგიტიმურობა მოსკოვისთვის დასრულდა".

"უკრაინელებმა იციან თავიანთი კონსტიტუცია, იციან კანონი. გვესმის, რომ უკრაინის პრეზიდენტის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით რუსეთის არალეგიტიმური პრეზიდენტის ეს განცხადებები, გულწრფელად რომ ვთქვა, მოსაწყენი და უინტერესოა“, – განაცხადა ზელენსკიმ ცენტრალური აზიის მედიასაშუალებებთან ინტერვიუში.

ზელენსკის თქმით, პუტინის მხრიდან ასეთი თავდასხმები მას დიდად არ აწუხებს.

ამავე ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა პუტინს ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველაზე არაადეკვატური მტერი უწოდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები