თეა წულუკიანი - ნახევრად ხუმრობით გიპასუხებთ, სანქციებთან დაკავშირებით იმას ვფიქრობ, რომ მე სვანი ვარ

სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც დღეს თავისუფლების მოედანზე თავისი ბოლო სიმღერა სამარცხვინოდ შეასრულა (ეს იყო, მადლობა ღმერთს, მისი ბოლო გამოსვლა ამ რანგში) დაავიწყდა ის, რომ არსებობს ლევილი, დაავიწყდა, რომ ლევილში დღეს პირველად იმართება და აღინიშნება სახელმწიფოს მიერ ის 26 მაისი, რომლისთვისაც ნოე რამიშვილმა, ასევე ნოე ჟორდანიამ და მთელმა მაშინდელმა მთავრობამ ბევრი იღვაწეს, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. 

"ამ დღეს მინდა თითოეულ ჯარისკაცს და ჩვენი ქვეყნისთვის დაღუპულებს მივაგო პატივი. მადლობა ვუთხრა მათ ოჯახებს. ამასთან, მინდა წარმატებები ვუსურვო ყველა იმ ახალწვეულს, რომელმაც დღეს ფიცი დადო და ვუსურვო ჩვენს ჯარს მშვიდობიან საქართველოში ცხოვრება. გილოცავთ 26 მაისს და გისურვებთ, რომ ბევრი 26 მაისი გეზეიმოთ თქვენს ოჯახებთან ერთად.

არ მგონია, რომ ამ კითხვაზე სერიოზულად უნდა გიპასუხოთ, რადგან სერიოზულად ვერ აღვიქვამ, ამიტომ, ნახევრად ხუმრობით გიპასუხებთ, შესაბამისად, ნახევრად სერიოზულადაც, რომ სანქციებთან დაკავშირებით იმას ვფიქრობ, რომ მე სვანი ვარ.

ჩვენ მადლიერნი ვართ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისა და მეგობრების, რომლებთან ერთადაც ჩვენ ძალიან რთული გზები გამოვიარეთ იმისთვის, რომ ამ რეგიონში და, კერძოდ, საქართველოში ყოფილიყო ის ვითარება, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ დღეს მშვიდად შევხვდეთ დღევანდელ დღეს, 26 მაისს. მაგრამ ჩვენი ხელისუფლებისთვის მთავარია, თუ რა არის ქართველი ერის ინტერესი. ქართველი ერის ინტერესი არის ჩვენთვის წამყვანი.  ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ გადავლახავთ ვეტოებს და მივიღებთ ისეთ კანონებს, რომლებიც ქართველი ერის ინტერესს შეესაბამება და მიზნად ისახავს ჩვენი სუვერენიტეტის გაძლიერებას. ქართველი ერის ინტერესი რომ არის მთავარი, ამასთან შეგუება თქვენ, კიდევ რამდენიმე არხსა და მათ წარმომადგენლებს, მოგიწევთ. თქვენც გილოცავთ 26 მაისს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები