ძლიერმა წვიმამ საქართველოში პრობლემები შექმნა

ძლიერმა წვიმამ და ნალექმა საქართველოში პრობლემები შექმნა.

მარნეულსა და ბოლნისში პრობლემები შექმნა, ადიდდა მდინარეები ხრამი, ალგეთი, დებდა. მარნეულში ადიდებულმა მდინარემ ბაზრის ტერიტორია და მიმდებარე ქუჩები დატბორა. არსებული ინფორმაციით, წყალი შევიდა სახლების პირველ სართულებზეც.

წყალდიდობის შედეგად დაზიანდა საკომუნიკაციო ხაზები, საგზაო ინფრასტრუქტურა, დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო მიწები.

ძლიერი წვიმის შედეგად კახეთში რამდენიმე მდინარე ადიდდა. კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე ჭიჭაყვი და სტორი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ ფშაველში. დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები და ვენახები.

წეროვანში, დევნილთა დასახლება დაიტბორა. წყალი შევარდა ეზოებში და სახლებში, დატბორილია გზები და სავარგულები. მოსახლეობის თქმით, წყლის დაგუბება, სავარაუდოდ, იმან გამოიწვია, რომ სანიაღვრე არხები გაწმენდილი არ იყო.

უხვმა ნალექმა, პრობლემები შექმნა ცხვარიჭამიას, ლისის, ძეგვის, ნიჩბისის, ძალისის და ნავდარაანთკარის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებშიც. 

"სტიქიურმა პროცესებმა მნიშვნელოვნად დააზარალა წეროვანის დევნილთა დასახლება, დაიტბორა ქუჩები, სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები. წყალდიდობამ პრობლემები შექმნა ცხვარიჭამიას, ლისის, ძეგვის, ნიჩბისის, ძალისის წეროვნის და ნავდარაანთკარის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებშიც.

უამინდობის გამო შექმნილი პრობლემების მოგვარების მიზნით, ამ ეტაპზე შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.

წეროვნის დევნილთა დასახლებაში იმყოფება მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები. პარალელურად, შექმნილია სტიქიისგან მიყენებული ზარალის დამთვლელი კომისიაც", - აცხადებენ მცხეთის მერიაში.

უახლესი ამბები