თერჯოლის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. თერჯოლის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა სახის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძიებები სკანდის ისტორიულ ციხეზე საზეიმო მსვლელობით დაიწყო, სადაც სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა;

საზეიმო მსვლელობის შემდეგ, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ბარათაშვილთან ერთად გვირგვინით შეამკო დიდების მემორიალი და დამოუკიდებლობის დღე -26 მაისი, მოსახლეობას პირადად მიულოცა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა  პატივი მიაგეს ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ვანო ხუხუნაიშვილის საფლავს და მის სახლზე ბარელიეფი გახსნეს. 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ლაშა გოგიაშვილის სახელობის სკვერში ამ დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა კულტურული და სპორტული  აქტივობები მოეწყო, აქვე გაიმართა ადგილობრივი რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, სკვერში განთავსდა ტურიზმის კუთხეც, სადაც თერჯოლის მუნიციპალიტეტში არსებული ყველა ღირსშესანიშნავი ადგილის ფოტო გამოიფინა.

დღესვე, თერჯოლის ამფითეატრში თემატური კონცერტი გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა ანსამბლებმა.

დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს მერის მოადგილეები და მერიის თანამშრომლები, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, დეპუტატები, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები,  ასევე მოქალაქეები შეუერთდნენ.

ღონისძიება მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები