"ამერიკული და ევროპული პოლიტელიტა გვიმტკიცებს, რომ ქართული ოპოზიცია ცოცხალია, ლენინის როლის ახალი შემსრულებელიც იპოვეს ზურაბიშვილის სახით"

ამერიკული და ევროპული პოლიტელიტა გვიმტკიცებს, რომ ქართული ოპოზიცია ცოცხალია და მის დამარხვა ჯერ არ შეიძლება, ლენინის როლის ახალი შემსრულებელიც იპოვეს ზურაბიშვილის სახით,  - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

"ვლადიმერ ულიანოვი იგივე ლენინი, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის დამაარსებელი, 1917 წელს რუსეთში ოქტომბრის გადატრიალების ერთ-ერთი ლიდერი 1924 წელს გარდაიცვალა, თუმცა მას მერე სანამ საბჭოთა კავშირი არ დაიშალა გვიმტკიცებდნენ, რომ ის "მარად ცოცხალი" იყო, მისი გვამი დღესაც მავზოლეუმშია და მის დამარხვას არ აპირებენ... ზუსტად ასე გვიმტკიცებს ამერიკული და ევროპული პოლიტელიტა, რომ ქართული ოპოზიცია ცოცხალია და მის დამარხვა ჯერჯერობით არ შეიძლება, ლენინის როლის ახალი შემსრულებელიც იპოვეს სალომე ზურაბიშვილის სახით, რომელმაც სულ ახლახან "ქართული ქარტიის“ სახით ისეთი ბუნდოვანი და გაუგებარი გზავნილები გააჟღერა, როგორც მეტყველებს ქართულად. თუმცა ნიკა გვარამიას მზადყოფნამ, ხელი მოაწეროს ამ ქარტიას, კიდევ ერთხელ დამარწმუნა რომ სალომესეული „ახალი ევროპული ღირებულებები“ რამდენიმე აუცილებელ პირობებს ითვალისწინებს: • ერთი დროშის ქვეშ უნდა გააერთიანო ყველა "ნაციონალი", ძველი და ახალიც, თუ გინდა რომ ევროპამ თავისიანად მიგიღოს;

• არასამთავრობოები გაურკვეველი პოლიტიკური მომავლის იმედით უნდა ჩააყენო რევოლუციის ავანგარდში;

• არჩევნებისთვის არავითარ პროგრამა არ გჭირდება, მთავარია თქვა არა რუსულს, კი ნებისმიერ ევროპულს, თუნდა გახრწნილს, თუნდ არაჰუმანურს, მთავარია იყოს რევანშისტული; ბოლოს დაელოდო ახალ გრანტს, ახალ ფინანსურ დახმარებას ინსტრუქციას უცხოეთიდან, მანამდე კი პირი უბრალოდ დაღებული არ გქონდეს უნდა იძახო“ არა, არა , არა!" - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები