გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეთა მიღებას აცხადებს

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას 2024-2025 სასწავლო წლისათვის.

"ლიცეუმში მიიღებიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები, რომლებიც 2023-2024 სასწავლო წელს დაამთავრებენ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურს (IX კლასი) და დააკმაყოფილებენ შესარჩევი კონკურსის პირობებს.

მოსწავლეთა რეგისტრაცია  და საბუთების მიღება განხორციელდება 2024 წლის 19 ივნისიდან 28 ივნისის ჩათვლით. იმ შემთხვევაში თუ  მოსწავლე საბუთების მიმღებ კომისიას რეგისტრაციის დროს ვერ წარუდგენს ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე დოკუმენტს, მოსწავლეს მიეცემა შესაძლებლობა დარჩენილი დოკუმენტი წარმოადგინოს არაუგვიანეს 5 ივლისისა (მისაღებ კონკურსში მონაწილეობისათვის  ჩასარიცხი კანდიდატის (მოსწავლე) 28 ივნისის ჩათვლით რეგისტრაცია წარმოადგენს აუცილებელ ვალდებულებას).

რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღიურად გარდა კვირა დღისა 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შემდეგ მისამართებზე:

ქ. ქუთაისი, ავტომშენებლის №51 - კადეტთა სამხედრო ლიცეუმი.

ქ.თბილისი, დიმიტრი უზნაძის №117 ა - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

საბუთების მიმღებ კომისიაზე უნდა გამოცხადდეს, როგორც მოსწავლე, ასევე, ერთ-ერთი მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი (წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტით) და წარმოადგინონ შემდეგი საბუთები: 

მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება მოსწავლის მიღების შესახებ (რომელიც ივსება ადგილზე)

მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის დედანი და ასლი;

მოსწავლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის დედანი და ასლი;

მოსწავლის დაბადების მოწმობის დედანი და ასლი;

ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა #100);

ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებიდან ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის (IX კლასი) მიმდინარე წელს დამთავრების შესახებ;

მონაცემები მოსწავლის წლიური (IXკლასი) შეფასების შესახებ და დახასიათება ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებიდან;

მოსწავლის ავტობიოგრაფია;

ფერადი სურათი 3/4-ზე (2 ცალი).

რეგისტრირებული მოსწავლეები გაივლიან სამედიცინო შემოწმებას, რომლის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ რეგისტრაციაზე.

სამედიცინო კომისიის წარმატებით გავლის შემდგომ  მოსწავლეს ჩასაბარებელი ექნება მათემატიკისა და ზოგადი უნარების (ვერბალური და მათემატიკური ნაწილები) გამოცდები.

13.07.2024 – მათემატიკის გამოცდა.

14.07.2024 – ზოგადი უნარების გამოცდა", - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უახლესი ამბები