შალვა ნათელაშვილი - სავიზო სანქციები მოენატრებათ, როცა დაკარგავენ ამერიკაში ნაყიდ სასახლეებს, აქციებს, ინვესტიციებს, უძრავ-მოძრავ ქონებას

სავიზო სანქციები მოენატრებათ, როცა მათი ოჯახის წევრები ჭორვილაში დაბრუნდებიან. ქართველ ხალხს ვულოცავ თავდადებული ბრძოლის შედეგს. რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ დღეს მილერი ამას გამოაცხადებდა, - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ისტორიული ბედისწერის მომენტში ქართველების გვერდით დადგა ამერიკა.

"ქართველ ხალხს ვულოცავ თავდადებული ბრძოლის შედეგს. რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ დღეს მილერი ამას გამოაცხადებდა, მაგრამ აღარ დავარღვიე საავტორო უფლება და აღარ დავასწარი.

ეს არის შედეგი, რომელიც კიდევ გაგრძელდება. სავიზო სანქციები მოენატრებათ, როცა დაკარგავენ ამერიკაში ნაყიდ სასახლეებს, აქციებს, ინვესტიციებს, უძრავ-მოძრავ ქონებას, როდესაც მათი ოჯახის წევრები ჭორვილაში დაბრუნდებიან - მერე გაახსენდებათ მშობლიური ნიადაგი, გაახსენდებათ ხალხი, რომელმაც სიყვარულით აირჩია. 

ჩემო ქართველებო, რომლებიც ბარიკადების წინ იბრძოდით, არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისტორიული ბედისწერის პერიოდში ჩვენ გვერდით დადგა ამერიკის შეერთებული შტატები და გადაარჩინა ქართული სახელმწიფოებრიობა, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

აშშ-მა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა, რომელიც შეეხება "ქართული ოცნების" , პარლამენტის წევრებს, ძალოვნებს და კერძო პირებს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები