სალომე ზურაბიშვილი - არ შეიძლება, რომ გარუსდეს საქართველო, არ შეიძლება, რომ არ იყოს დამოუკიდებელი და ძლიერი

არ შეიძლება, რომ გარუსდეს საქართველო, არ შეიძლება, რომ არ იყოს დამოუკიდებელი და ძლიერი. ეს არის ჩვენი არჩევანი მომავალ არჩევნებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ეს არჩევნები არის ეგზისტენციალური.

"ჩვენ უნდა დავიწყოთ კამპანია. ხალხს გავაგებინოთ, რომ ეს არჩევნები არჩევნები კი არაა, ეგზისტენციალური არჩევანია, სადაც უნდა ვთქვათ ერთხელ და სამუდამოდ, რასაც საქართველო ამბობს არამხოლოდ 30 წელია, არამედ რასაც საქართველო ამბობდა სულ მუდამ, რომ ეს ღირებულებები, რაც არის ევროპული ღირებულებები, არის მისი ღირებულებები. რომ არ შეიძლება, ეს ღირებულებები ვინმემ შეუცვალოს გარედან, არ შეიძლება, რომ გარუსდეს საქართველო, არ შეიძლება, რომ არ იყოს დამოუკიდებელი და ძლიერი. ეს არის ჩვენი არჩევანი მომავალ არჩევნებზე. ჩვენ ვინმეს კი არ ვირჩევთ, რომელიმე პარტიას კი არ ვირჩევთ, ჩვენ ვირჩევთ, რომ გადავარჩინოთ საქართველოს ევროპული მომავალი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები