თერჯოლის სახალხო თეატრი იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე სპექტაკლით "ზღაპარი იგი... მათრობს და მხიბლავს“ წარდგება

22 ივნისს თერჯოლის სახალხო თეატრი იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე სპექტაკლით "ზღაპარი იგი... მათრობს და მხიბლავს“ წარდგება.

თეატრალური ფესტივალი, 12 ივნისს გაიხსნა და 26 ივნისს დასრულდება. საერთაშორისო ფესტივალი იმერეთის 20-მდე პროფესიულ, სამოქალაქო და სახალხო თეატრს აერთიანებს.

22 ივნისს იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე თერჯოლის თეატრი პრემიერით "ზღაპარი იგი... მათრობს და მხიბლავს" წარდგება. სპექტაკლი  ერთმოქმედებიანი კომედიაა, ზღაპარი დიდებისთვის.

"ავთო ვარსიმაშვილის პიესა რომანტიკული კომედიაა. ისტორია იწყება გამოგონილ სიყვარულზე, რომელიც მთავარი გმირების მონოტონურ ცხოვრებაში საოცარ, ახალ მოულოდნელ თავგადასავლად იქცევა“, - აცხადებს სპექტაკლის რეჟისორი მამუკა ცერცვაძე.

სპექტაკლში მონაწილეობენ: ირაკლი - კოტე რობაქიძე (მოწვეული მსახიობი), თინა - ნანა ამირანაშვილი, სოფიკო  - ლელა ამირანაშვილი, ლიზა - მარიამ კირკიტაძე (დებიუტი).

პროექტს უკვე მეთხუთმეტე წელია, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და იმერეთის თეატრალური საზოგადოება ერთობლივად ახორციელებს.

ფესტივალის მხარდამჭერია რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტი და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები