თიბისის მხარდაჭერით, წლის მთავარი ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire გაიმართება

4 ივლისს, თბილისში, თიბისის მხარდაჭერით და HT Solutions - ის ორგანიზებით, საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire ჩატარდება, რომლის მიზანია ტექნოლოგიური კომუნის გაძლიერება და ინსპირაცია, რომ ცვლილებების ლიდერები გახდნენ. თიბისი უკვე მესამე წელია მხარს უჭერს კონფერენციას და როგორც წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია მონაწილეობს მასში.

კონფერენცია 2018 წლიდან ტარდება და მასში მონაწილე IT მენეჯერები, ინჟინრები და სხვადასხვა კომპანიის IT მიმართულების ხელმძღვანელები ერთმანეთს უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებს უზიარებენ. 

წელს კონფერენციას 500-ზე მეტი ადამიანი დაესწრება, მათ შორის არიან მოწვეული უცხოელი გამომსვლელები. წლევანდელი ფოკუსი სამი ძირითადი თემის გარშემო იქნება, ესენია: FinOps, ციფრული ტრანსფორმაცია, კიბერუსაფრთხოება, Big Data და AI.

თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება  ინფორმაციის მართვის დირექტორის მოადგილის იური სემენიხინის მიერ, რომელიც გაგვიზიარებს ბანკის ხედვას და გამოცდილებას, თუ როგორ მოახდინა თიბისიმ FinOps მეთოდოლოგიის ადაპტაცია და რა გამოწვევები გაიარა ამ გზაზე.

ასევე, კონფერენციაზე თიბისი წარმოდგენილი იქნება მონაცემთა ანალიზის გუნდიდან ორი წარმომადგენლით: მანანა ქირია და ლაშა ფანცხავა, რომლებიც MSOps და AI თემას წაიყვანენ. 

"ჩვენ შევეცდებით კონფერენციაზე დამსწრე ადამიანებს დავანახოთ, სად არის ტექნოლოგიების, ფინანსების და ბიზნესამოცანების თანხვედრის წერტილი, რომელიც ააჩქარებს ბიზნესის გამჭვირვალობას და მას ინოვაციების უფრო მაღალ სტანდარტზე აიყვანს.

ამგვარი კონფერენციები აძლიერებს ტექკომუნას, ჩვენ  ადამიანებს შესაძლებლობას ვაძლევთ ტექზე ილაპარაკონ ტექნოლოგიების და ბიზნესის ჭრილში და ზოგადად დისკუსია გავაღვივოთ, ცოდნა, ახალი სწავლებები და წლიდან წლამდე მომხდარი სიახლეები გავუზიაროთ ერთმანეთს. გარდა ამისა, ეს არის ადგილი ნეთვორქინგისთვის, რომ ადამიანები აქედან ახალი იდეებითა და კონტაქტებით წავიდნენ”, - აცხადებს იური სემენიხინი, თიბისის ინფორმაციის მართვის დირექტორის მოადგილე.

თუ ხართ ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული და გსურთ, გაერკვეთ უახლეს ტექნოლოგიურ პროცესებში და გადაწყვეტებში, ასევე გაიცნოთ და მოუსმინოთ წამყვან ექსპერტებს მსოფლიოს ტექნოლოგიური კომპანიებიდან, მაშინ მოინიშნეთ 4 ივლისი და გაიგეთ კონფერენციის შესახებ უფრო მეტი აქ: https://changeinspire.ge/#about-conference

(R)

უახლესი ამბები