ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრის პროექტი "წლის საუკეთესო მასწავლებელი“ შემაჯამებელი ღონისძიებით დასრულდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრის პროექტი "წლის საუკეთესო მასწავლებელი“ შემაჯამებელი ღონისძიებით დასრულდა, რომელიც ერთი თვის განმავლობაში ბორჯომის ყველა საჯარო სკოლაში მიმდინარეობდა.

ღონისძიებაზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მიერ წარდგენილი 27 წარმატებული მასწავლებელი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ფერაძემ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა იზოლდა ლომიძემ დიპლომებითა და სასაჩუქრე ვაუჩერებით დააჯილდოვეს.

ამავე დღეს დასახელდა მასწავლებლის პრემიაზე წარდგენილი 6 პედაგოგი:

ვარა ხუციშვილი - სოფელი დვირის საჯარო სკოლა;

მზია კობრავა - N1 საჯარო სკოლა;

დიმიტრი ჩუტკერაშვილი - სოფელი ტაძრისის საჯარო სკოლა;

ნინო კევლიშვილი - N3 საჯარო სკოლა;

მარინა ლომიძე - N3 საჯარო სკოლა;

აკაკი გეგეჭკორი - დაბა წაღვერის საჯარო სკოლა.

ღონისძიება, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ მოწვეული კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლით "უჩინმაჩინის ქუდი“, საზეიმოდ დაიხურა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები