დაღესტანში თავდასხმებს 15-ზე მეტი პოლიციელი და რამდენიმე სამოქალაქო პირი ემსხვერპლა

15-ზე მეტი პოლიციელი გახდა თავდამსხმელების მსხვერპლი, რომლებმაც 23 ივნისს მაჰაჩკალასა და დერბენტში თავდასხმების სერია განახორციელეს, ასევე დაიღუპა რამდენიმე სამოქალაქო პირი, - ამის შესახებ დაღესტნის ხელმძღვანელმა სერგეი მელიკოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპერატიული საბრძოლო მოქმედებების აქტიური ეტაპი დასრულდა, მოკლულია 6 თავდამსხმელი.

როგორც მან აღნიშნა, დაღესტანში ვითარებას ხელისუფლება და უსაფრთხოების ძალები აკონტროლებენ.

23 ივნისს მაჰაჩკალასა და დერბენტში უცნობმა პირებმა შეიარაღებული თავდასხმების სერია განახორციელეს, კერძოდ, პოლიციელებზე, სინაგოგასა და მართლმადიდებლურ ეკლესიაზე, რომლის მღვდელიც მოკლეს.

დაღესტანში 24-25 და 26 ივნისი გლოვის დღეებად გამოცხადდა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები