საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალია 2:0 დაამარცხა.

პირველი გოლი მატჩის მეორე წუთზე გიორგი მიქაუტაძის პასით ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.

მეორე ტაიმში ლოჩოშვილი პორტუგალიელებმა საჯარიმოში წააქციეს და მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა. პენალტი მიქაუტაძემ ზუსტად დაარტყა და საქართველო 2:0 დაწინაურდა.

ისტორიაში პირველად საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა.

საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ზე ამ ეტაპისთვის უნგრეთზე, შოტლანდიაზე, იტალიაზე, ხორვატიაზე, ალბანეთზე, ინგლისზე, დანიაზე, სლოვენიაზე, სერბეთზე, საფრანგეთზე, პოლონეთზე, სლოვაკეთზე, ბელგიაზე, უკრაინაზე და ჩეხეთზე მეტი გოლი გაიტანა.

საქართველოს ნაკრები მერვედფინალში 30 ივნისს ესპანეთის ნაკრებს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები