ფონდ "ლაზარეს" პროექტის - "ქართულ-ოსური ინიციატივა" ფარგლებში ახალგაზრდული სამშვიდობო გაცვლის ლიდერების ტრენინგი ჩატარდა

საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ "ლაზარეს" პროექტის - "ქართულ-ოსური ინიციატივა" ფარგლებში 20-27 ივნისს ახალგაზრდული სამშვიდობო გაცვლის ლიდერების ტრენინგი ჩატარდა. 

ფონდი "ლაზარე"  პროექტს საქართველოს საპატრიარქოსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს. მისი მიზანია ხელი შეუწყოს მდგრადი მშვიდობის მშენებლობას და მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებას ქართველ და ოს ახალგაზრდებს შორის; 

"სანამ ივლისში, ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენცია პროექტის ფარგლებში სამშვიდობო ახალგაზრდულ გაცვლას უმასპინძლებს, ქართველი და ოსი ახალგაზრდები გადამზადდნენ - განივითარეს ლიდერობის, ფასილიტაციის, ტრენერობის და კონფლიქტის ტრანსფორმაციის უნარები, რათა ეფექტურად შეძლონ სამშვიდობო ახალგაზრდული გაცვლის მართვა. 

მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება ქართველ და ოს ახალგაზრდებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მეგობრობისა და ახლობლობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია გვაკავშირებს. ქართულ-ოსური ურთიერთობები ყოველთვის ემყარებოდა ორმხრივ პატივისცემასა და ურთიერთგაგებას. ქართველი და ოსი ახალგაზრდების დაახლოებით კი, პროექტი ხელს უწყობს ამ ისტორიული კავშირის შენარჩუნებასა და მშვიდობიანი მომავლის მშენებლობას", - აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები