ირაკლი კობახიძე - ჩვენი საარჩევნო კამპანია თავიდან ბოლომდე აგებული იქნება სამომავლო გეგმებზე

ჩვენი საარჩევნო კამპანია თავიდან ბოლომდე აგებული იქნება სამომავლო გეგმებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა ინფრასტრუქტურის განვითარებას,  გაგრძელდება მუშაობა ყველა მიმართულებით, ავტობანის ქსელის შემდგომ განვითარებაზე, პორტების, აეროპორტების და ა.შ. ყველა მიმართულებით წარმოდგენილი იქნება ამბიციური გეგმები.

"ახალი სტადიონი არის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი კომპონენტი იმ გეგმისა, რომელიც იქნება წარმოდგენილი. ეს იქნება ე.წ Landmark-პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის. დაახლოებით 15, ან თუნდაც 10 წლის წინ, ვერც კი ვიოცნებებდით საქართველოში ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე. ეს ხდება უკვე აბსოლუტურად რეალური და ეს ნიშნავს არა მხოლოდ სპორტის უკეთ წარმოდგენას ჩვენს ქვეყანაში, ეს ნიშნავს ზოგადად ქვეყნის იმიჯის თვისებრივად გაძლიერებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საუნივერსიტეტო რეფორმაზე დეტალურად არ ვისაუბრებ, მაგრამ აქაც გვექნება ფუნდამენტური ცვლილებები შეთავაზებული საზოგადოებისთვის. ჩვენ შეგვიძლია, ოთხი წლის თავზე ჩვენს სტუდენტებს შევთავაზოთ ზუსტად ისეთივე განათლების მიღება ყველა მიმართულებით, როგორი განათლების მიღებაც დღეს მათ შეუძლიათ ევროპულ ქვეყნებში. რომ არ გავაგრძელო, უამრავი მიმართულებით იქნება ფუნდამენტური ცვლილებები შეთავაზებული და რა თქმა უნდა, ჩვენი საარჩევნო კამპანია თავიდან ბოლომდე აგებული იქნება სამომავლო გეგმებზე. საზოგადოებას უნდა დავანახოთ ჩვენი ხედვა, როგორ ვხედავთ ჩვენი ქვეყნის შემდგომ წინსვლასა და განვითარებას“, - განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები