მთაწმინდის ფერდობზე ხანძარი ლიკვიდირებულია და ამ ეტაპზე კერების დამუშავება მიმდინარეობს

თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსის ლევან მუსელიანის განცხადებით, მთაწმინდის ფერდობზე ხანძარი ლიკვიდირებულია და ამ ეტაპზე კერების დამუშავება მიმდინარეობს.

"112-დან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე ხანძარი გავრცელებული იყო მთაწმინდის ფერდობზე. მეხანძრე-მაშველების მიერ დროულად მოხდა რეაგირება ხანძართან დაკავშირებით. ყველა ჯგუფი დროულად გამოცხადდა ადგილზე, ხანძრის ყველა მიმართულებიდან მეხანძრე-მაშველების მიერ ლოკალიზება მოხდა. ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია. მიმდინარეობს კერების დამუშავება.

ხანძრის ქრობაში დროულად ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი, ასევე სახანძრო-სამაშველო ძალების 10 სპეციალური ავტომანქანა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია, შესაბამისი სამსახური დაადგენს.

ცეცხლი გავრცელებული იყო ბალახზე და ბუჩქებზე", - განაცხადა ლევან მუსელიანმა.