ნიკა გვარამია - ვაპირებთ, რომ გრავიტაციის ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ცენტრი გავაკეთოთ

ვაპირებთ, რომ გრავიტაციის ძალიან მნიშვნელოვანი და ვიტყოდი, გადამწყვეტი ცენტრი გავაკეთოთ თავად, არა მხოლოდ პარტია "ახალმა" , - ამის შესახებ "ახალის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

"მოლაპარაკებები გვაქვს, იმედი მაქვს, რომ გადაწყვეტილებამდე მივალთ, 8 ივლისამდე იქნება ეს გადაწყვეტილება თუ უბრალოდ განაცხადს გავაკეთებთ და მერე რამდენიმე დღე დაგვჭირდება იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი გაფორმდეს, სხვა საკითხია, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ჩვენ ვაპირებთ, რომ გრავიტაციის ძალიან მნიშვნელოვანი და ვიტყოდი, გადამწყვეტი ცენტრი გავაკეთოთ თავად, არა მხოლოდ პარტია "ახალმა",  არამედ იმ პარტიებმა, ვისაც შეუძლია მემარჯვენე, ცენტრისტული, პროდასავლური ძალების შეკრება და ამ ყველაფრისგან გაკეთება ე.წ. გეიმჩეინჯერის, ანუ იმის, ვინც იქნება ლიდერი გამარჯვებული კოალიციის.

რომ ვლაპარაკობთ, რომ 5%-ს ქვემოთ რომ ხალხი დარჩება, იმას მთლიანად "ოცნება"  წაიღებს, ეგეც ტყუილია. ვისაც მეტი ექნება პროცენტი ჯამში, ის უფრო მეტს წაიღებს", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისივე თქმით,"ოცნების", "ნაციონალური მოძრაობის" და გრავიტაციის ცენტრის გარდა, 5-პროცენტიანი ბარიერის პრობლემა ექნება ყველას.

"მე, რასაც ვუყურებ, ქოცების, "ნაციონალური მოძრაობის" და ჩვენი გრავიტაციის ცენტრის გარდა, 5-პროცენტიანი ბარიერის პრობლემა ექნება ყველას, (გახარიასაც), გახარია 5 პროცენტს ქვემოთ არის", - აღნიშნა გვარამიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები