სანდრო რაქვიაშვილი - პოლიტიკური პასუხისმგებლობა ჩვენ უნდა დავაკისროთ "ქართულ ოცნებას"

"გირჩის" წევრი სანდრო რაქვიაშვილი შს მინისტრის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ გომელაურმა 5 ივლისს განვითარებული მოვლენების გამო, თანამდებობა უნდა დატოვოს. 

"მე რა თქმა უნდა, მირჩევნია, რომ როცა ასეთი მოვლენები ხდება, მით უმეტეს, ასეთი ტრაგიკული შედეგით, პოლიტიკური პასუხისმგებლობა დადგეს და შს მინისტრი მინიმუმ გადადგეს. 

პოლიტიკური პასუხისმგებლობა ჩვენ უნდა დავაკისროთ "ქართულ ოცნებას". რატომ განაცხადა გომელაურმა, რომ მას მეტის გაკეთება არ შეეძლო? ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ შსს-ს უზარმაზარი რესურსები აქვს და როცა საჭიროა, ეს რესურსები ყოველთვის გამოიყენება", - განაცხადა რაქვიაშვილმა.

შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს ხვალ, 18 ივლისს, პარლამენტში მოუსმენენ. ოპოზიციას მასთან კრიტიკული შეკითხვები აქვს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები