"ეფლი" "აიფონების" სკანირებას გეგმავს - ექსპერტები შიშობენ, რომ მოწყობილობა შესაძლოა, მოქალაქეების სათვალთვალოდ გამოიყენონ

ეფლი ბავშებზე ძალადობის ფოტოების აღმოსაჩენად აშშ-ის "აიფონების" სკანირებას გეგმვას. ამ ფაქტს დადებითი გამოხმაურება მოყვა ბავშვთა დაცვის ორგანიზაციებიდან, მაგრამ გააჩინა შეკითხვები უსაფრთხოების ექსპერტებისთვის, რომლებიც შიშობენ, რომ ეს სისტემა შესაძლოა, მთავრობის მიერ მოქალაქეებზე თვალთვალის მიზნით იქნას გამოყენებული.

ტექნოლოგიას, რომელიც ბავშვებზე სექსუალური ძალადობის კადრების ამოსაცნობად იქნება გამოყენებული,  "neuralMatch" ეწოდება, ის დაასკანერებს ყველა სურათს მეხსიერების სისტემა "icloud"-ზე ატვირთვამდე. ძალადობის ამსახველი კადრის ამოცნობის შემთხვევაში ის გადაეცემა ადამიანს დამატებით განსახილველად, დადასტურების შემთხვევაში მომხმარებლის ანგარიში დაიბლოკება და ინფორმაცია გადაეცემა გაუჩინარებულ და ექსპლუატირებულ ბავშვთა ნაციონალურ ცენტრს.

ასევე, ეფლი გეგმავს დაასკანიროს თავისი მომხმარებლების დაშიფრული მიმოწერა ბავშვებზე ძალადობის ამსახველი კადრების აღმოჩენის მიზნით, რამაც შეაშფოთა კონფიდენციალურობის დამცველები. 

ამოცნობის სისტემა შეადარებს ფოტოებს მხოლოდ არსებული ნაცნობი ბავშვთა პორნოგრაფიის ბაზას, ამიტომაც მშობლებს, რომლებიც თავიანთ შვილს აბაზანაში უცოდველ ფოტოს უღებენ, არ მოუწევთ ამაზე ნერვიულობა. მაგრამ, მკვლევარები საუბრობენ, რომ შედარების ხელსაწყო, რომელიც ვერ ხედავს სურათს და მხოლოდ ციფრულ ანაბეჭდს ადარებს, შეიძლება უფრო მავნე მიზნებისთვის იყოს მიმართული.

მეთიუ გრინი, ერთ-ერთი უძლიერესი კრიპტოგრაფიის მკვლევარი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტიდან, საუბრობს, რომ სისტემა შესაძლოა, იქნეს გამოყენებული უდანაშაულო ხალხისთვის პრობლემების შესაქმნელად, ბაზისთვის ნაცნობი ფოტოების მათთვის გაგზავნით. ამან შესაძლოა, გააცუროს ეფლის ალგორითმი და შეატყობინოს სამართალდამცავებს. "მკვლევარებს საკმაოდ ადვილად შესძლებიათ ამის მოხერხება", - ამბობს ის.

სხვა დარღვევითი გამოყენება შესაძლოა, იყოს მთავრობის მიერ საკუთარი მოქალაქეების თვალთვალი. "რა მოხდება როდესაც ჩინეთის მთავრობა იტყვის - აი, სია იმ ფაილებისა, რისი დასკანერებაც გვსურს", კითხულობს გრინი, "ეფლი უარს ეტყვის? მე ვიმედოვნებ, რომ ის უარს ეტყვის, მაგრამ მათი ტექნოლოგია არ იქნება წინააღმდეგი."

ეფლი ზეწოლის ქვეშ იმყოფება, რომ გაზარდოს თვალთვალი დაშიფრულ მონაცემებზე: 

ტექნიკის კომპანიები უკვე წლებია, უზიარებენ ერთმანეთს ბავშვთა ძალადობის ნაცნობ ციფრულ ანაბეჭდებს, სწორედ ამ ბაზის გამოყენებით გეგმავს ეფლი მოიძიოს და პასუხისგებას გადასცეს ბავშებზე მოძალადეები.

ეფლი წლების განმავლობაში იმყოფება მთავრობის ზეწოლის ქვეშ, რომ გაზარდოს დაშიფრულ ინფორმაციაზე თვალის დევნა. ახალი დაცვის მექანიზმებით ეფლი ცდილობს ოქროს შუალედი დაიცვას ბავშვებზე ძალადობის შეჩერებასა და მათი მომხმარებლის კონფიდენციალურობის დაცვას შორის.
დაფიქსირდა მოსაზრებები, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ დაცინვაა მომხმარებლის, რომელიც ენდობოდა კომპანიის მმართველობას მათი ინფორმაციის დაცვაში.
ასევე კომპიუტერული მეცნოერები, რომლებმაც ფოტოდნმ-ის სისტემა ათწლეულის წინ გამოიგონეს, აღნიშნავენ, რომ არსებობს სერიოზული საფრთხე ამ ტექნოლოგიის არასწორი მიზნით გამოყენების, მაგრამ ეს ვერ გადაწონის ბავშვებზე სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის აუცილებლობის ფასს. 
ეფლი ამბობს, რომ ეს სიახლე წლის განმავლობაში დაემატება მათი სისტემის მომხმარებელ მოწყობილობებს სისტემური განახლებების საშუალებით.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები