spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე – მას უნდა, კინკლაობაში შეგვიყვანოს, მაგრამ არ შევყვებით

სალომე ზურაბიშვილი მოვიწვიეთ მთავრობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, როცა დავხვდით ოლიმპიელებს, თუმცა, მან არ სცა პატივი საქართველოს მთავრობის ინსტიტუტს და არ მობრძანდა ამ ღონისძიებაზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მისი მხრიდან მუდმივად არის კინკლაობაში შეყვანის მცდელობა.

“ჩვენ მოვიწვიეთ სალომე ზურაბიშვილი ღონისძიებაზე, როცა დავხვდით ჩვენს ოლიმპიელებს და იქ მოსვლაზე მან თქვა უარი. რატომ არ დაუსვით მას კითხვა, რატომ არ სცა პატივი საქართველოს მთავრობის ინსტიტუტს. საქართველოს მთავრობა არის მთავარი ინსტიტუტი, ვინც აღასრულებს პოლიტიკას ამ ქვეყანაში. რატომ არ დაუსვით ეს კითხვა სალომე ზურაბიშვილს. მან მას შემდეგ დააანონსა გარკვეული ღონისძიება, როდესაც ჩვენ ოლიმპიელებს მოვუწყეთ დახვედრა, მას არავითარი ღონისძიება დაანონსებული არ ჰქონდა. ის მოვიწვიეთ მთავრობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, როცა დავხვდით ოლიმპიელებს, თუმცა, სალომე ზურაბიშვილმა არ სცა პატივი საქართველოს მთავრობის ინსტიტუტს და არ მობრძანდა ამ ღონისძიებაზე. მას უნდა, რომ კინკლაობაში შეგვიყვანოს. ჩვენ არ შევყვებით სალომე ზურაბიშვილს კინკლაობაში. არ გვაინტერესებს საერთოდ, ამაზე დროის დახარჯვას არ ვაპირებთ, ისედაც ძალიან ბევრი საქმე გვაქვს, რთველია, არჩევნებია, მილიონი საქმეა იმისათვის, რომ სალომე ზურაბიშვილზე არ დავხარჯოთ ძვირფასი დრო.

გამომდინარე იქიდან, რომ მან პატივი არ სცა მთავრობის ინსტიტუტს და არ მოვიდა შესაბამის ღონისძიებაზე, იქ მისვლა ჩვენი მხრიდან არ იქნება სწორი. ყველაფერს გარკვეული რეაქცია უნდა ჰქონდეს. ეს არ არის ჩვენთვის ახირება, უბრალოდ, მისი მხრიდან მუდმივად ვხედავთ კინკლაობაში შემოყვანის მცდელობას. ჩვენ მას კინკლაობაში არ შევყვებით“, – განაცხადა კობახიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები