ჰააგის სასამართლოს დღევანდელი განაჩენი MH17-ის საქმეზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ასევე აუცილებელია დამკვეთების პასუხისმგებლობის საკითხი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი “ტვიტერზე” წერს.
“ჰააგის სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – MH17 თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებელი პირებისთვის პირველი განაჩენები გამოტანილია. ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დამკვეთებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას, რადგან დაუსჯელობის გრძნობა ახალ დანაშაულებს ბადებს. ჩვენ უნდა გავფანტოთ ეს ილუზია. რუსეთის ფედერაციისთვის სასჯელი მაშინ და ახლა ჩადენილი ყველა სისასტიკისთვის გარდაუვალია“, – წერს ზელენსკი.
ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულებაც.
“დღევანდელი განაჩენები სიგნალია რუსეთისთვის: ვერავითარი სიცრუე ვერ გაექცევა სამართლიანობას. რუსეთის იერარქიის ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხის”, – წერს კულება.