spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჭიათურელი მაღაროელების პროტესტი გრძელდება

ჭიათურელი მაღაროელები საპროტესტო აქციებს განაგრძობენ. მათ დღეს მსვლელობა პარლამენტის შენობიდან “ჯორჯიან მანგანეზის“ სათავო ოფისამდე გამართეს.

 

აქციის მონაწილეები იმყოფებოდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, მათ მაუწყებლის პირდაპირი ეთერით საკუთარ მოთხოვნებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს.

 

“ვითხოვთ, რომ თითოეული მაღაროელი ჩათვალონ ღირსეულ ადამიანად. გვაქვს მიზერული მოთხოვნები, რომლებზეც 2019 წელსაც ვსაუბრობდით და მაშინაც მოგვატყუა კომპანიამ. ჩვენი მოთხოვნებია ხელფასის მატება 20 პროცენტით, ნორმალური, სუფთა ქალაქი და სამედიცინო დაზღვევა. ხელფასის 5-პროცენტიანი მატება ჩვენთვის მიუღებელია. 

 

ჩვენ კვლავ ვბრუნდებით პარლამენტთან, ჩვენი ხმა უნდა გაიგოს იმ ხალხმა, ვისაც მანდატი მივეცით, ვინც ავირჩიეთ. პირველ რიგში, დაცული უნდა იყოს ადამიანის შრომის უფლება.

 

საპროტესტო აქციები მოთხოვნების საბოლოო შესრულებამდე გაგრძელდება“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ სიმონ მიქაცაძემ.

 

ჭიათურის მაღაროში დასაქმებულთა გაფიცვა უკვე მე-15 დღეა, გრძელდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები