ყოველგვარი ხელოვნური დაყოფა, გათიშვა, ყალბი თემების შემოგდება არის ჩვენი მტრის თამაში და მტერი არ უნდა გავახაროთ, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“მომწონს, ჩემი სახელით სოფო ჯაფარიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყველა წევრთან და მენეჯმენტთან ერთად რომ მუშაობს, რათა პარტიამ სიმტკიცე შეინარჩუნოს.
ყოველგვარი ხელოვნური დაყოფა, გათიშვა, ყალბი თემების შემოგდება არის ჩვენი მტრის თამაში და მტერი არ უნდა გავახაროთ.
ხალხი არ აპატიებს მათ, ვინც პარტიის დაყოფაზე მუშაობს, არც მე და არც ჩვენი ხალხი ამას არ დავუშვებთ. ხელისუფლებისთვის მთავარი პრობლემა რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“, ამაში, მგონი, გუშინაც დავრწმუნდით ჩოხატაურში. წვრილმანი წყენებით და პირადი ამბიციებით საქმე ვერ გაკეთდება. დარწმუნებული ვარ, ერთიანობის პირობებში გამარჯვება გარდაუვალია.
ვაპირებ, აქტიურად გამოვიყენო თუნდაც ამ ტყვეობის ყველა დღე ბრძოლისთვის და რუსების ხელისუფლებისგან საქართველოს გასათავისუფლებლად“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.