ბორჯომის მერიამ საშეშე მერქნის შესაძენად 113 400 ლარის დაფინანსება გასცა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 567 ოჯახს, რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს საშეშე მერქნის შესაძენად 200 ლარი ჩაურიცხა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში 25-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება. პროგრამის მთავარი მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი მხარდაჭერა.