spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომის მერიამ 100%-იანი, 70%-იანი და 50%-იანი სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტებს ფულადი ჯილდო ჩაურიცხა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ 100%-იანი, 70%-იანი და 50 %-იანი სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტებს ფულადი ჯილდო ჩაურიცხა.

 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტს 300 ლარი, 70%-იანი გრანტის მქონე სტუდენტს 250 ლარი, ხოლო 50 %-იანი სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტებს 200 ლარი ჩაერიცხათ.

 

ფულად ჯილდო ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების იმ კურსდამთავრებულმა სტუდენტებმა მიიღეს, რომლებმაც მერიაში შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოადგინეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები