spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომში, მტკვრის სანაპიროზე დაზიანებული დამცავი საყრდენი კედლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

ბორჯომში, ე.წ ახალი უბნის დასახლებაში, მტკვრის სანაპიროზე დაზიანებული დამცავი საყრდენი კედლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 142 მეტრიანი დამცავი საყრდენი კედლის რეაბილიტაცია განხორციელდება.

 

სამუშაოებს “საქართველოს სამშენებლო კომპანია“ ასრულებს.

 

დაზიანებული საყრდენი კედლის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 900 000 ლარია გამოყოფილი.

 

ბორჯომში მოსული უხვი ნალექის გამო, ახალი უბნის ქალაქის ცენტრთან დამაკავშირებელ გზაზე, მდინარე მტკვრის ადიდებამ ნაპირსამაგრი კედელი დააზიანა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები