spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეროვნული ნაკრების მენეჯერი – დაშვებული შეცდომისთვის ბოდიშს ვუხდი ნაკრების ფეხბურთელებს და სამწვრთნელო შტაბს, ფედერაციის თითოეულ თანამშრომელს

ამ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში  დაშვებული შეცდომისთვის პირადად მე ვუხდი ბოდიშს ნაკრების ფეხბურთელებს და სამწვრთნელო შტაბს, ფეხბურთის ფედერაციის თითოეულ თანამშრომელს, რომელიც საერთო მიზნისკენ მიმავალ გზაზე, ამ გუნდის წარმატებისთვის თავდაუზოგოვად შრომობს, – ამის შესახებ ეროვნული ნაკრების მენეჯერი გიორგი კაციტაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

როგორც კაციტაძე აღნიშნავს,  იმდენად დარწმუნებული იყო იმაში, რომ ჯგუფური ეტაპის დასრულებისთანავე ყველა ყვითელი ბარათი უქმდებოდა, რომ ყველა მის სისწორეში დაარწმუნა, არადა არაერთხელ ჰკითხეს.

 

მისივე თქმით, თავის დაზღვევის მიზნით რეგულაციის აღნიშნული პუნქტები არ გადაამოწმა და ნაკრების მწვრთნელები და ფეხბურთელები შეცდომაში შეიყვანა.

 

“პირველ რიგში ბოდიშს ვუხდი გულშემატკივარს ჩემი შეცდომისთვის და არ შემეძლო პირადად არ მეთქვა ეს საჯაროდ.

 

2011 წლიდან დღემდე, რაც ეროვნული გუნდების სტრუქტურაში ვმუშაობ, პირველად და ყველაზე მნიშვნელოვან დროს დავუშვი ისეთი შეცდომა, რის გამოც თავს საშინლად ვგრძნობ და რეალობად მიღება aხლაც მიჭირს.

 

იმდენად დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ ჯგუფური ეტაპის დასრულებისთანავე ყველა ყვითელი ბარათი უქმდებოდა, რომ ყველა ჩემ სისწორეში დავარწმუნე, არადა არაერთხელ მკითხეს. თავის დაზღვევის მიზნით რეგულაციის აღნიშნული პუნქტები არ გადავამოწმე და ნაკრების მწვრთნელები და ფეხბურთელები შეცდომაში შევიყვანე.

 

ამ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში დაშვებული შეცდომისთვის პირადად მე ვუხდი ბოდიშს ნაკრების ფეხბურთელებს და სამწვრთნელო შტაბს, ფეხბურთის ფედერაციის თითოეულ თანამშრომელს, რომელიც საერთო მიზნისკენ მიმავალ გზაზე, ამ გუნდის წარმატებისთვის თავდაუზოგოვად შრომობს.

 

იმ მიზეზით, რომ ამ მნიშვნელოვან დროს, გუნდში არსებულ ერთიანობას ზიანი არ მიადგეს, საერთო გადაწყვეტილებით, გუნდთან ერთად ვრჩები. მზად ვარ, რომ ჩვენ გუნდს მარტის მატჩებში გვერდით დავუდგე და საერთო მიზნის მიღწევაში ჩემი წვლილი შევიტანო და ამით ვეცადო იმ შეცდომის გამოსწორებას, რითიც ჩემი გუნდი და ჩემი ქვეყნის ნაკრები დავაზარალე.

 

კიდევ ერთხელ დიდ ბოდიშს გიხდით ყველას და ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო“ – წერს გიორგი კაციტაძე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები