როდესაც სტიქიური უბედურებები ხდება, ხშირ შემთხვევაში, სახელმწიფოს ბრალეულობა ისაა, რომ მანამდე არსებობდა გარკვეული დასკვნები, რომელსაც თუ სახელმწიფო ბიუროკრატია უფრო მეტი ყურადღებით და ინტერესით მოეკიდებოდა, შეიძლებოდა მნიშვნელოვანი ზარალის თავიდან აცილება, – ამის შესახებ Front News-ს “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკა ობოლაძემ განუცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო მეტ ყურადღებას ხალხს რომ უთმობდეს, ამგვარი ბუნებრივი კატასტროფები თუ სხვა პრობლემები აღარ იქნებოდა.
“როდესაც სტიქიური უბედურებები ხდება, ხშირ შემთხვევაში, სახელმწიფოს ბრალეულობა ისაა, რომ მანამდე არსებობდა გარკვეული დასკვნები, კვლევები და ინფორმაციები, რომელსაც თუ სახელმწიფო ბიუროკრატია და მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირები უფრო მეტი ყურადღებით და ინტერესით მოეკიდებოდნენ, შეიძლებოდა მნიშვნელოვანი ზარალის თავიდან აცილება და შესაძლოა, მსხვერპლისაც კი.
მთავარი პრობლემაა ის, რომ ჩვენ გვყავს სახელმწიფო ბიუროკრატია და სისტემა, რომელიც იწყება პოლიტიკოსებიდან, რომლებიც არიან კორუფციაში ჩაბმული და რომელთა მიზანიც არ არის ხალხის პრობლემების მოგვარება. ამიტომ, მთავარი პრობლემაც ამ შემთხვევაში არის ის, რომ ბიუროკრატია და სახელმწიფო აპარატი უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არ უნდა იყოს ორიენტირებული ფულის კეთებაზე კორუფციის გზით. ეს არის გამოსავალი იმისათვის, რომ შევამციროთ მსხვერპლი. კორუფციის აღმოფხვრა ბიუროკრატიასა და სახელმწიფო მმართველობაში, ავტომატურად ნიშნავს დიდ ყურადღებას რეალურ პრობლემებზე და ნიშნავს ამ ზარალის და მსხვერპლის შემცირებას”, – განაცხადა ობოლაძემ.