საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს – მისიას 2024 წლის 14 დეკემბრამდე გენერალ-მაიორი ბეტინა ბუღანი უხელმძღვანელებს.
ბეტინა ბუღანი დიმიტრიოს კარაბალისს შეცვლის.
ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბუღანი საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის ოფიცერია, რომელსაც აქვს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტაბილიზაციის მისიებში დიდი გამოცდილება; მუშაობდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე გაეროში, ასევე საფრანგეთის ჟანდარმერიას და შინაგან საქმეთა სამინისტროში.