მე ნამდვილად მჯერა, რომ მიუხედავად იმისა, რა მოხდება საქართველოს არჩევნებზე ან აშშ-ის არჩევნებზე, ურთიერთობა ქართველ და ამერიკელ ხალხს შორის, ჩვენი ურთიერთობა გაუძლებს ნებისმიერ პოლიტიკურ არჩევანს, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა განაცხადა.
მისივე თქმით, როგორიც არ უნდა იყოს შედეგები ნებისმიერ ქვეყანაში, საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობა გაგრძელდება.
“მე ნამდვილად მჯერა, რომ მიუხედავად იმისა, რა მოხდება საქართველოს არჩევნებზე ან აშშ-ის არჩევნებზე, ურთიერთობა ქართველ და ამერიკელ ხალხს შორის, ურთიერთობა ჩვენს კომპანიებს შორის, ურთიერთობა ჩვენს უნივერსიტეტებს, ბიზნესებს, ანალიტიკურ ცენტრებს შორის, ურთიერთობა, რომლებიც ყოველდღიურად ხდება ჩვენს ინსტიტუტებს, სამხედროებს, სამართალდამცავ ორგანოებს შორის, ყველა ეს ურთიერთობა გაუძლებს ნებისმიერ პოლიტიკურ არჩევანს, როგორიც არ უნდა იყოს შედეგები ნებისმიერ ქვეყანაში“, – განაცხადა რობინ დანიგანმა.