spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მარკო მიჰკელსონი – უნდა ჩატარდეს არჩევნები იმ ორგანიზაციის მიერ, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ მდებარეობს

ვაკვირდებით პროცესებს, მინდა აღვნიშნო, რომ ყველაზე ეფექტური და ყველაზე ნეიტრალური გზა, იმისთვის, რომ შემოწმდეს, თუ რა მოხდა საქართველოს არჩევნებში ოქტომბერში არის ის, რომ უნდა ჩატარდეს არჩევნები იმ ორგანიზაციის მიერ, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ მდებარეობს, – მის შესახებ  ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მარკო მიჰკელსონმა საქართველოს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველ პარტიას ძალიან ძლიერი პოზიციები გააჩნია სხვადასხვა ორგანიზაციებში.

“ვაკვირდებით პროცესებს, მინდა აღვნიშნო, რომ ყველაზე ეფექტური და ყველაზე ნეიტრალური გზა, იმისთვის, რომ შემოწმდეს, თუ რა მოხდა საქართველოს არჩევნებში ოქტომბერში არის ის, რომ უნდა ჩატარდეს არჩევნები იმ ორგანიზაციის მიერ, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ მდებარეობს იმიტომ, რომ ვხედავთ, რომ მმართველ პარტიას ძალიან ძლიერი პოზიციები გააჩნია სხვადასხვა ორგანიზაციებში. რომ დავარწმუნოთ არამხოლოდ საქართველოს მოსახლეობა, არამედ მსოფლიოს დანარჩენი ნაწილი, რომ არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი, ძალიან კარგი და საუკეთესო გამოსავალი იქნება, თუ საერთაშორისო თანამშრომლობის დონეზე ჩატარდება. მაგალითად, ევროპის საბჭოს, ეუთოს ან სხვა ორგანიზაციების ნეიტრალური ჩართულობით, ნეიტრალური ნდობის ფონზე”, – განაცხადა მარკო მიჰკელსონმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები