ბოლო 4 დღის განმავლობაში შეიმჩნევა ოდნავ სტაბილიზაციის დინამიკა, ხეზე დავაკაკუნებ, ზრდა არ არის ნახტომისებური, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მედია-ვებინარზე განაცხადა.
მისივე თქმით, სამწუხაროდ, გარდაცვალების ინდიკატორი ჯერჯერობით არც შემცირდება.
“ბოლო 4 დღის განმავლობაში შეიმჩნევა ოდნავ სტაბილიზაციის დინამიკა. ზრდა არ არის ნახტომისებური. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს გარკვეულად იმ შეზღუდვებით, რაც შემოღებულია და იმ რეკომენდაციების უფრო მეტად აღსრულებით, რაც დაწესებულია და არ სრულდებოდა. ასევე გამოწვეულია ქვეყანაში აცრის პროცესის უფრო მეტი ინტენსიფიკაციით.
მაგრამ, სამწუხაროდ, არ მცირდება და ჯერჯერობით არც შემცირდება ყველაზე უფრო მძიმე, გარდაცვალების ინდიკატორი. დღეს გვქონდა 59 – პანდემიის დაწყებიდან გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.