spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გრიგოლ ვაშაძე – მეზიზღება ყველა, ვინც ამას აკეთებდა, აკეთებს, ან გააკეთებს

ამისთანა სისულელის გაკეთება და შემდეგ ამისთანა სისულელის თქმა საქართველოშიც კი წარმოუდგენელია, – ასე ეხმიანება „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის” წარმომადგენელი გრიგოლ ვაშაძე  “ქართული ოცნების ლიდერების” განცხადებას სუსის ფარული კადრების გავრცელებასთან ოპოზიციის კავშირის შესახებ. 

 

ვაშაძის თქმით, ყველა დასასჯელია, ვისაც პირადი ცხოვრების ამსახველი ფირების ჩაწერასა და  გამოქვეყნებასთან კავშირი აქვს. 

 

“მმართველმა გუნდმა განაცხადა, რომ ეს ოპოზიციის მოწყობილია. ამისთანა სისულელის გაკეთება და შემდეგ ამისთანა სისულელის თქმა, საქართველოშიც კი წარმოუდგენელია, სამარცხვინოა. არასოდეს არაფერი გვეშველება, სანამ ეს პრაქტიკა გაგრძელდება. მეზიზღება ყველა, ვინც ამას აკეთებდა, აკეთებს, ან გააკეთებს და ღმერთი, რჯული, არასოდეს არაფერი კავშირი არ მქონია სამართალდამცავ ორგანოებთან, მაგრამ ბოდიშს ვუხდი ქართულ საზოგადოებას, რომ თქვენ ამ საშინელი ფაქტის ობიექტი გახდით. სასაცილოა ეს, ის პარტია (“ნაციონალური მოძრაობა”) უკვე ათი წელია, ხელისუფლებაში აღარ არის, ვის აქვს იმის ტექნიკური შესაძლებლობები, რომ 1500-მდე ფაილი ჩაიწეროს, მოამზადოს, ატვირთოს, მეორეც, მართლა მორალი ხომ უნდა გქონდეს? – როდის გახდა პირადი ცხოვრების ამსახველი ფირების გამოქვეყნება პრაქტიკა, შეამოწმეთ. ვინც ამას აკეთებს, საქართველოს მოქალაქეს უნგრევს რწმენას თავის სახელმწიფოში და ყველა დასასჯელია, ვინც ამას აკეთებდა, გინდა ოპოზიციაში იყოს ახლა, გინდა ხელისუფლებაში.

 

გამოძიების მე არ მჯერა, რამდენჯერ დაიწყო ეს გამოძიება ხომ გახსოვთ და წყალი რომ გადის ქვიშაში ისე გაქრა ეს გამოძიება. რაც შეეხება დაანონსებას (მდინარაძის მხრიდან, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნება იგეგმება), ალბათ, ვინც იცის, ის აანონსებს. ოპოზიციაზე გადაბრალებაზე სასაცილო რა არის? მაგრამ ხომ იცით, სიცილიდან ტრაგედიამდე ერთი ნაბიჯია“, – განაცხადა ვაშაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები