spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი – თხოვნა არის და რჩევა მისი უწმინდესობის, რომ შეწყვიტოს შიმშილობა

თხოვნა არის და რჩევა მისი უწმინდესობის, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, –  ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა მიხეილ სააკაშვილთან შესვლამდე განაცხადა. 

 

“კიდევ ერთხელ მოვედი ბატონ  მიხეილ სააკაშვილთან იგივე დავალებით, მისი უწმინდესობის ლოცვა- კურთხევით მაქვს მისთვის გადასაცემი წერილი. წერილის შინაარსი შეეხება ისევ და ისევ მის პრინციპულ პოზიციას შიმშილობასთან დაკავშირებით. ამ საკითხთან დაკავშირებით მინდა,  ეს წერილი გადავცე და მოვიკითო მისი უწმინდესობის სახელით. თხოვნა არის და რჩევა მისი უწმინდესობის, რომ შეწყვიტოს შიმშილობა”, – განაცხადა დეკანოზმა ბოტკოველმა. 

 

მისი თქმით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის საპატრიარქოში ვიზიტი უკავშირდებოდა კოვიდპანდემიას და არა სააკაშვილის შეწყალებას. 

 

ბოტკოველმა ასევე აღნიშნა, რომ  საპატრიარქო პრეზიდენტს სააკაშვილის შეწყალების თხოვნით ვერ მიმართავს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები