spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი გრიგოლია – იმ პირობებში, რომელშიც იმყოფება, მეტი გაუმჯობესება მის ჯანმრთელობას არ ექნება

იმ პირობებში, რომელშიც იმყოფება, მეტი გაუმჯობესება მის ჯანმრთელობას არ ექნება, – ამის შესახებ კონსილიუმის წევრი ექიმი ნევროლოგი გიორგი გრიგოლია აცხადებს.

 

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ომბუდსმენის ინიციატივით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის დასკვნა სავარაუდოდ, ხვალ გასაჯაროვდება.

 

კომისიის წევრი ექიმები მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიურ პრობლემებსა  და სათანადო მკურნალობის საჭიროებაზე საუბრობენ.

 

“იქნება ყურადღება გამახვილებული იმ რეკომენდაციებზე, რომელიც სამწუხაროდ, არ შესრულდა. მას აქვს ისევ ნევროლოგიური დარღვევები, რომელიც ჰქონდა ბოლოს გორში რომ ვნახეთ, დიდი ცვლილებები არ არის. ოდნავ გაუმჯობესებულია მისი მდგომარეობა, მაგრამ ფსიქო-ნევროლოგიური რეაბილიტაცია არ მომხდარა. მე მგონია, რომ იმ პირობებში, რომელშიც ის იმყოფება, მეტი გაუმჯობესება მის ჯანმრთელობას არ ექნება”, – აცხადებს  გრიგოლია. 

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა კონსილიუმის 8 წევრიდან 5-მა 11 იანვარს მოინახულა. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები