spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჭიათურაში ჯუმბერ ხარაიშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა

ჭიათურის საპატიო მოქალაქის, ტრანსპორტის დამსახურებული მუშაკის, ცნობილი მეცენატის ჯუმბერ ხარაიშვილის სახლის ფასადზე, სადაც ის 1980 წლიდან 2019 წლამდე ცხოვრობდა, მემორიალური დაფა გაიხსნა. 

 

ღონისძიებას ჭიათურის მერი გივი მოდებაძე, მერის პირველი მოადგილე გიორგი ბიწაძე, ჯუმბერ ხარაიშვილის ოჯახის წევრები, მეგობრები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

 

გივი მოდებაძემ სტუმრებს სიტყვით მიმართა და ჯუმბერ ხარაიშვილის პიროვნების და ჭიათურაში მისი მოღვაწეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

 

“ჯუმბერ ხარაიშვილი, გარდა იმისა, რომ იყო ძლიერი ხელმძღვანელი და ლიდერი, იყო მეცენატი და კოლორიტული პიროვნება, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა ჭიათურაში. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ხელოვნებას, კულტურას, სკოლებს, რაც კიდევ ერთხელ აღინიშნა დღეს“, – განაცხადა გივი მოდებაძემ.

 

ჯუმბერ ხარაიშვილი 2019 წელს გარდაიცვალა. დღეს, 19 აპრილს, მას 85 წელი შეუსრულდებოდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები