საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაფინანსებით, თერჯოლის მუნიციპალიტეტში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
ამ დროისთვის ქალაქ თერჯოლაში რუსთაველის ქუჩაზე ა/ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, ასევე მოეწყობა ტროტუარები, სანიაღვრე სისტემა და მიერთებები.
სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,, NEW ROAD“ ახორციელებს, რომლის ღირებულებაც 8 488 888 ლარია.