spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნინო დოლიძე – ორგანიზაცის მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით არნაირი განცხადება არ გაუკეთებია, არც სურვილი გამოუხატავს და არც მოთხოვნა

ორგანიზაცის მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით არნაირი განცხადება არ გაუკეთებია, არც სურვილი გამოუხატავს და არც მოთხოვნა, – ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ განაცხადა.

 

“კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სამოქალაქო ორგანიზაციები ვიდექით ერთად აქციებზე ჩვენი ევროპული მომავლისთვის, რადგან გვინდა ევროპში ინტეგრაცია და კანდიდატის სტატუსი. რაც შეეხება ბრალდებას, თითქოს „სამართლიან არჩევნებს“ სურდა მთავრობის ფორმირებაში მონაწილეობა, ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ორგანიზაცის მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით არნაირი განცხადება არ გაუკეთებია, არც სურვილი გამოუხატავს და არც მოთხოვნა.

 

ჩვენ ერთად ვიდექით სამოქალაქო ორგანიზაციები და მხოლოდ „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით ასეთი მოთხოვნა, ვფიქრობ, არის დისკრიმინაციული დევნა და ზეწოლა ჩვენს ორგანიზაციაზე. „სამართლიანი არჩვენები“ არის მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომლის გადაწყვეტილებებშიც ვერავინ ერევა, ორგანიზაციას არ გააჩნია არც პოლიტიკური აფილაცია დ არც ინტერესი. ჩვენი ინტერესია, რომ არჩევნები ჩატარდეს თავისუფლად და სამართლიანად. მთავრობის გადადგომის მოთხოვნას ნამდვილად არ ვთვლით მიკერძოებად, რადგან აქ საუბარი იყო იმაზე, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში პასუხისმგებლობა აეღო კონკრეტულ პირს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. აქ არ იყო რამე არაკონსტიტიურ მოთხოვნაზე ან კონკრეტულად პარტია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საუბარი ან რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა. დემოკრატიულ სახელმწიფოში როდესაც ვინმეს რამე ეშლება, იქნება ეს მინისტრი, თუ რომელიმე სხვა თანამდებობის პირი, პასუხისმგლებლობის აღება არის ანგარიშვალდებულება სახელმწიფოს წინაშე“, – განაცხადა ნინო დოლიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები